საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება

საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება
პარტიები ხშირად უცხო ქვეყნების მსგავსი იდეოლოგიის მქონე პარტიებისა და პარტიების საერთაშორისო გაერთიანებებთან კავშირების გაუმჯობესების საჭიროებაზე მიუთითებენ. ამ კონტაქტებისგან ერთი სავარაუდო სარგებელი უფრო განვითარებული და კონსოლიდირებული პარტიების გამოცდილების გაზიარება შეიძლება იყოს. ეს, ძირითადად, გულისხმობს მათ ზოგად ინსტიტუციურ განვითარებასა და წარსულში მსგავსი პრობლემების გადაწყვეტის გამოცდილებას. ამ კუთხით, ქართულ პარტიებს არა მარტო მსგავსი იდეოლოგიის მქონე პარტიების გამოცდილების გაიზიარება შეუძლიათ: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ყოფილ საბჭოთა რეპსუბლიკებში მოქმედი პარტიების გამოცდილებაც განსაკუთრებით ფასეული შეიძლება აღმოჩნდეს.
Source: საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები / რედ.: გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი; [წინასიტყვ.: ვლადიმირ შკოლნიკოვი, იოს ვან კემენადე]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკ. ინ-ტი, ნიდერლანდების მრავალპარტ. დემოკრ. ინ-ტი, ეუთო-ს დემოკრ. ინ-ტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი - [თბ.]: CIPDD, 2006

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»